გენერალური პროკურატურა სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 100 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.
გარდა ამისა, უწყება მოითხოვს მელიას საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა დაუწესდეს. პროცესი 3 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.
ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. ენმ–ს ლიდერი ამბობს, რომ სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს.