გენერალური პროკურატურა „ლელოს“ ლიდერების მიმართ სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
აღნიშნულზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“პროკურატურა სასამართლოს, აღკვეთის ღონისძიების სახით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის შესახებ კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართავს” – განაცხადა გვარაკიძემ.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
გვარაკიძის განცხადებით, საქმე ეხება საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად შეცვლას და სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.















