პროკურატურა ცდილობს, ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს- მელაშვილი

ერთი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩემი და ნატალიას მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და წერტილი დაესვას, სიმართლე არის ერთი და დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ.

პროკურატურა ცდილობს ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არამხოლოდ დელიმიტაციის პროცესს. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული და გაგებული, იქ ვიღაცამ ისე გაიგო, თითქოს, მე სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით”,- განაცხადა მელაშვილმა.