“პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”

წერს ამის შესახებ, ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

საუბარია პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.