“პროკურორების სახით ვნახეთ კობახიძე, თალაკვაძე და მდინარაძე”- ასე აფასებს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ბექა ბასილაია, დღევანდელ სასამართლო პროცესს.
”დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავინახეთ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე, წარმოდგენილი პროკურორების სახით. პროკურორები თავიდან ბოლომდე ეწეოდნენ პროპაგანდას და დესტრუქციას. დღევანდელ პროცესზე იყო მედიის არაერთი წარმომადგენელი და პროცესის მერე ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, წარმოადგენს ქართულ ოცნებას. მიხეილ სააკაშვილის სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და, ამავე დროს, წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება.”- თქვა ბასილაიამ.