პროკურორის მუქარები დადასტურებაა, რომ ქართული მართლმასუჯულება პოლიტიზირებულია – ხუხაშვილი კარტოგრაფების საქმეზე

“პროკურორის მუქარები დადასტურებაა, რომ ქართული მართლმასუჯულება პოლიტიზირებულია”- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მისი თქმით, ქართული მართმსაჯულება პოლიტიზირებულია და გამოყენებულია “გასაჭირის” დროს პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად.

“დილის თეზისები:

1. დავითგარეჯის თემის პოლიტიზირება როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან, ართულებს საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობებს, აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, კიდევ უფრო ყოფს და აპირისპირებს ქართულ საზოგადოებას.
2. ამ მანკიერ პროცესში “გარეჯი საქართველოა!” გზავნილს არაკეთილსინდისიერად იყენებს ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ, რადგან მეორე მხარეც იგივეს ამბობს მელაშვილის ჩათვლით. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ერთი საუბრობს სამართლებრივ სირთულეებზე, ხოლო მეორე მხოლოდ ემოციურ დამოკიდებულებაზე.
3. დროა მოვისმინოთ ხელისუფლებისგან, რა კეთდება ამ საკითხის გადასაწყვეტად, როგორც თვითონ ამბობენ, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით.
4. ვინც თვლის, რომ გარეჯი ვიღაცამ გაყიდა, შევახსენებ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ანუ გაყიდვის ფაქტი არ დამდგარა.
5. გუშინ პროკურორის საეთერო მუქარები იმის დადასტურებაა, რომ ქართული მართლმასუჯულება უკიდურესად პოლიტიზირებულია და ის გამოყენებულია “გასაჭირის” მომენტში პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტად.”- წერს გია ხუხაშვილი.