პროპაგანდა ვრცელდება, ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი – ზურაბიშვილი მოხალისეების უკრაინაში წასვლაზე

ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან საუბარში განაცხადა,  რითიც უკრაინაში ქართველ მოხალისეების წასვლის შეფერხებას გამოეხმაურა.

“ბევრი პროპაგანდა ვრცელდება. მოხალისეები საქართველოდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან, თავიანთი ნებით წავიდნენ. ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი. ეს კითხვები დაუსვეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს. მას კარგად ესმის და განმარტა, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ნამყოფია ბრძოლის წინა ხაზზე, არ იქცევა ისე, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც მრავალმხრივ არიან დაცულები. მაგრამ ას არ გვართმევს სოლიდარობის უფლებას, რომელსაც მეც გამოვხატავ, რომელსაც ქართველი ხალხი გამოხატავს ყოველდღიურად. ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინას.” – განაცხადა ზურაბიშვილმა.