პროპაგანდისტული თავდასხმები მაშინ დაიწყო, როცა ლუგარის საძირკველი შენდებოდა, მაშინ აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს- ამის შესახებ ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ გამართულ ფეისბუქლაივით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ლუგარის ცენტრი აშენებულიც არ იყო, მაშინ საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობდა. თუ არ ვცდები, 2006-2007 წლებია, როცა აფრიკული ჭირი იყო ჩვენს ქვეყანაშიც და მეზობელ ქვეყნებში. პირველი პროპაგანდაც ეს იყო. როგორ გავავრცელეთ არ ვიცი, როცა მშენებლობა მიმდინარეობდა”,- აცხადებს პაატა იმნაძე.