“პრორუსული პარტია არ გვექნება, რუსეთთან პირდაპირი დიალოგი გვექნება ” – აცხადებს, ძალადობრივი და ჰომოფობიური “ალტ ინფოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ტელეკომპანია “პირველთან” ინტერვიუში.
”უახლოეს დღეებში დავაანონსებ ზუსტ ადგილს და თარიღს, იქნება მედიასთვის ღია, ხვალ ზეგ უკვე ზუსტ თარიღს გეტყვით. პრორუსული პარტია არ გვექნება, რუსეთთან გვექნება პირდაპირი დიალოგი და იქნება პროქართული პარტია. ჩვენ ვიქნებით კონსერვატიული პლატფორმა.”- აცხადებს მორგოშია.
ჟურნალისტის კითხვაზე, პარტიას ექნება თუ არა ლგბტ პირების წინააღმდეგ აქცია და მსგავსი აქტივობები მორგოშია პასუხებს რომ “არა მარტო”.