პროტესტის შემდეგ გლოვოს კურიერების ნაწილს აპლიკაცია გაუთიშეს

პროტესტის შემდეგ გლოვოს კურიერების ნაწილს აპლიკაცია გაუთიშეს. გუშინ, გლოვოს კურიერებმა, მათი ახალი ტარიფები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, გლოვომ კურიერებს მოუხსნა როგორც ბონუსი, ასევე, გაუუქმა ობიექტამდე მისვლის ანაზღაურება. მათქი  თქმით, ეს მათ შემოსავალს მნიშვნელოვნად შეამცირებს.  სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გუშინ  მათ საპროტესტო აქცია გამართეს სპორტის სასახლესთან და  კომპანიის ქმედებები გააპროტესტეს.

კომპანიაში უარყოფენ, რომ ეს საპროტესტო აქციას უკავშირდება.