საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციას პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლება” უერთდება.
“ჩვენ არ გვჯერა, რომ ივანიშვილი სააკაშვილს გაათავისუფლებს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არც იმის გამო, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
მის გათავისუფლებას სჭირდება ძლიერი საპირწონე ძალა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს – წავიდეს დათმობებზე და საბოლოო ჯამში ჩამოსცილდეს ხელისუფლებას.
ასეთი ძალა ავტოკრატიულ სისტემებში მხოლოდ ერთობით იქმნება. ეს ერთობა ჯერ კიდევ მისაღწევია.
მიუხედავად ამისა, ამ უიმედო და დეპრესიულ გარემოში ნებისმიერი სამართლიანი პროტესტი, რომელიც მიმართულია სისტემის წინააღმდეგ, არის დასაფასებელი.
ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით დღეს დაგეგმილ აქციას 15.00 საათზე”, – წერია “გირჩი მეტი თავისუფლების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.