პროტესტს ვუცხადებ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, ქოცთღალატის სპექტაკლს! – პოლიციის ოფიცერი

“პროტესტს ვუცხადებ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, თვითმარქვია რუსული ხელისუფლების, ქოცთღალატის სპექტაკლს” – ამის შესახებ,  პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, არჩილ ცქვიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მე არჩილ ცქვიტიშვილი, როგორც ქართული პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი, რომლის ოჯახის წევრები დაზარალდნენ ან დაიღუპნენ რუსული საღორის მიერ აფხაზეთში მოწყობილ ქართველთა გენოციდის დროს… ვუცხადებ პროტესტს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ, არალეგიტიმური თვითმარქვია რუსული ხელისუფლების უნიჭო და მოღალატურ ტოკშოუს..საქვეყნოდ აჟიტირებულ ქოცთღალატის სპექტაკლს… ასევე ვაცხადებ,რომ მე არ მოვიხდი საქართველოს მტრების წინაშე ბოდიშს და არ დავუჩოქებ!!!
არ დავარღვევ ჩემს მიერ სამი ათეული წლის წინ დადებულ პოლიციელის ფიცს!!
დიდება უფალს.
გაუმარჯოს საქართველოს.
მარადიული ხსოვნა გმირებს,” – წერს არჩილ ცქვიტიშვილი.