საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებულ სტუდენტებს სამხედრო სამსახური ერთჯერადად გადაუვადდებათ.
მისი თქმით, ეს პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ ვერ გახდება მსახურების თავის არიდების ინსტრუმენტი.
“სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებებს გამოიტანს დღეს განათლების სამინისტრო, რომლის ძირითადი მიზანი არის პროფესიული განათლების სასწავლებელში მიღებული სტიდენტებისთვის ერთჯერადად სამხედრო სამსახურის გადავადება.
ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას ქვეყანაში. ასევე, არ შეუშლის ხელს გაწვევის პროცესს – ეს იქნება მხოლოდ ერთჯერადი გადავადება. მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ან 12, ან 24-თვიანი. და, რაც მთავარია, პროფესიულ განათლებაში ახალგაზრდები მიდინა 15 წლიდან. ასე, რომ, ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო მსახურების თავის არიდების ინსტრუმენტი, ეს იქნება ერთჯერადი გადავადება. ჩვენს ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია”, – განაცხადა გახარიამ