აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორ CNN წერს, პროფესორი COVID-19-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან აღმოჩენასთან ახლოს იყო.
ბინგ ლუ თავის მშობლიურ სახლში პოლიციამ შაბათს იპოვა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის, ყელისა და ტანის არეში ჰქონდა მიყენებული. გამომძიებლების თქმით, ლუს სახლთან მანქანაში გარდაცვლილი დაუდგენელი პირი იპოვეს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ის თავდამსხმელია, რომელმაც ჯერ პროფესორი მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.
“გამორიცხულია, რომ მკვლელობა მის წარმომავლობას უკავშირდებოდეს“. – ამბობს დეტექტივი ბრაიან კოჰლჰეპი.