პროფესორი, ენათმცენიერი, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფუტკარაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი.
მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოწერილი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.