პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

პროფესორი, ენათმცენიერი, ქართველოლოგი ტარიელ ფუტკარაძე 60 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. ის მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფუტკარაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ასევე ქალაქ ბათუმის პრეფექტი.

მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოწერილი აქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.