გამოცემა პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა. ვარდიაშვილი 2 მარტის პარლამენტის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
“მის [ზურა ვარდიაშვილის] მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ “ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა”. – წერს პუბლიკა.
ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს.