პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს – ზურა ჯაფარიძე იაგო ხვიჩიას “გირჩზე”

“პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს “- ასე იხსენიებს და ასე აფასებს პარტია ” გირჩი- მეტი თავისუფლების”- ლიდერი ზურა ჯაფარიძე, თავის ყოფილ პარტია “გირჩს” მისი თქმით, “პურიტანიზმის მედროშე პარტია”  არა ინიციატივით,  არამედ თხოვნით მიმართვს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტებს.
“ვააუ, ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით (არა წინადადებით, არა ინიციატივით, თხოვნით!) მიმართავს ბიძინას მარიონეტებს, &₾ეზე დაიკიდონ ჩემი თავისუფლება (!) და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უარი მითხრან მანდატის გაუქმების მოთხოვნაზე
რა დროს ჩემი თავისუფლებაა, ‘ქართული პარლამენტარიზმია’ გადასარჩენი
სადმე სსიპ-შიც დაასაქმებინეთ ჩემი თავი
მართლა რა დედა&₾@)(:₾ი რამეა ეს თვითგადარჩენის ინსტინქტის მოქმედების მექანიზმი, მისი სტრუქტურა”- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პარტია “გირჩმა” ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც “გირჩი” თხოვნით მიმართავს ხელისუფლებას “ნუ დაუჭერენ მხარს საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას”.