პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. აღნიშნული ფასი ოქტომბერ-ნოემბრამდე იმოქმედებს.
„სუბსიდირება დასრულდა ამ თვის პირველ რიცხვში. კომპანიები, გამომდინარე ფქვილის ღირებულებიდან, დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი წისქვილებიდან 61-62 ლარია, იძულებულები გახდნენ, კორექტირება შეეტანათ ზოგიერთ ასორტიმენტზე.
ჩვენ მოვუმატეთ 10 თეთრი, მაგრამ პასუხისმგებელი არ ვარ იმაზე, მაღაზიები როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით ფასების ლიბერალიზაციაა და ზოგმა შეიძლება თავისი შეხედულებით შეიძლება ცოტა მეტიც დაადოს, რაც ვთვლი, რომ მათი მხრიდან ამ ეტაპზე არასწორი იქნება. თუმცა არ არის გამორიცხული.
რატომ მოიმატა 10 თეთრით? თუ გახსოვთ, იყო შეთანხმება, რომ სუბსიდირებული ფქვილი მოეწოდებოდა წარმოებას 53 ლარად, დღეს ფქვილის ღირებულება არის 60, 61 და 62 ლარი, ზუსტად ამ განსხვავების გამო წარმოებისთვის აუცილებელია, რომ 10 თეთრით გაძვირდეს, რათა თვითღირებულებაში ჩაჯდეს”, – თქვა დოლიძემ.