“პუტინთან ერთად მივედი დასკვნამდე რომ, აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ”- ამის შესახებ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ვებგვერდზე ვრცელდება.
”ნოსტალგია არასდროს გვტოვებს. დიდი ხნის წინ, შეიძლება 25-27 წლის ვიქნებოდი, როცა ამ წმინდა მიწაზე ჩამოვედი. ბუნებრივია, მაშინ პრეზიდენტი არ ვიყავი. შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, პარლამენტის დეპუტატი. გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ჩვენ ძალიან ბევრს, ღამემდე განვიხილავდით ამ საკითხს და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ. საჭიროა მას დავეხმაროთ, რათა ამ აყვავებულმა მხარემ, ხალხმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ნორმალურად იცხოვრონ… რუსეთი მზადაა მხარში ამოსადგომად. ალბათ, მოვიდა დრო. დღეს ჩვენ, ისე როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ წყნაარად ცხოვრებას არ გვაცდიან. ამიტომ მეგობრებთან ურთიერთობა უნდა გავამტკიცოთ.” – განაცხადა ლუკაშენკომ.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს, აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა და მას სასურველი სტუმარი უწოდა, რომელსაც აფხაზეთში დიდხანს ელოდნენ.