“ვფიქრობ, ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია, სანამ ამ ეტაპამდე მივალთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მცდელობა, რომ ის [პუტინი] შევაჩეროთ ამაზე ფიქრისგან. პუტინი მანამდე უკვე ბლეფაობდა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და ყველა ინდიკატორი მიანიშნებს, რომ მისი ახლანდელი საუბარიც ბლეფია. არ გამოვრიცხავ ბირთვული იარაღირს გამოყენების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ რუსული ძალები უკრაინაში ჩამოიშლებიან ან თუ პუტინი საზარელ პოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდება. ჩვენ უნდა გარკვევით გავაგებინოთ, რომ თუ ის გასცემს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას, ის თვითმკვლელობის წერილს მოაწერს ხელს. ვფიქრობ, ამან შესაძლოა ის შეაჩეროს, თუ ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩნდება”.
განაცხადა აშშ-ს უსაფრთხოების ყოფილმა მდივანმა, ჯონ ბოლტონმა.