„პუტინისთვის უდიდესი სირცხვილია“- ომის ექსპერტი განმარტავს, თუ როგორ ეცდება რუსეთი აეროდრომებზე იერიშის გამო შურისძიებას

”მასშტაბური სპეცოპერაცია „ობობას ქსელის“, რომელიც სბუ-მ 1 ივნისს ჩაატარა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე. უფრო მეტიც — მან დარტყმა მიაყენა კრემლის ბირთვულ სტრატეგიასაც. სწორედ ამიტომ, რუსეთი საპასუხო  იერიშისთვის მოემზადება” – განაცხადა ამის შესახებ ავსტრიელმა ომის ექსპერტმა და პოლკოვნიკმა  მარკუს რაისნერმა გამოცემა Welt-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინული დრონებით განხორციელებული იერიში საბრძოლო ავიაციაზე მოულოდნელი და საკმაოდ  ეფექტური იყო. ექსპერტმა ოპერაციის მასშტაბი შეადარა 1940 წელს ტარანტოში იტალიური ფლოტის წინააღმდეგ ბრიტანული ტორპედო-ბომბდამშენების შეტევას, ასევე 1941 წელს იაპონიის მიერ ამერიკული პერლ ჰარბორის დაბომბვას.

  • რუსეთის დანაკარგების მასშტაბი

უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს 41  რუსული ბომბდამშენი, რომელთაგან ბევრი უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდა. მარკუს რაისნერის თქმით, ეს თვითმფრინავები რუსეთის საბრძოლო ავიაციის ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დღემდე.

ექსპერტმა დაამატა, რომ უკრაინამ გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის სტრატეგიული ავიაცის ფლოტის დაახლოებით მესამედი, რაც  მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, განახორციელოს მასიური საჰაერო იერიშები უკრაინის წინააღმდეგ.

ასევე, რაისნერმა აღნიშნა, რომ დაზიანებული ბომბდამშენებ ბირთვული ქობინების  მატარებლები იყვნენ. მისი შეფასებით, მათი დაკარგვა რუსეთის ბირთვული შეკავების შესაძლებლობაზე სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს.

„ერთი რამ ცხადია:  ეს სპეცოპერაცია უდიდესი სირცხვილია პუტინისთვის და მისი სამხედროებისთვის. ახლა პუტინმა უნდა აუხსნას თავის ხალხს, თუ როგორ მოხდა ასეთი თავდასხმა“ — განაცხადა პოლკოვნიკმა.

„რატომ იყო სპეცოპერაცია წარმატებული?“

ომის ექსპერტი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის წარმატებულობა ასევე განაპირობა იმანაც, რომ რუსებმა უკრაინელების  შესაძლებლობები კარგად ვერ შეაფასეს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბომბდამშენები აეროდრომებზე მომავალი მასშტაბური შეტევის მოსამზადებლად იყვნენ განლაგებულნი, ამის გამო კი მათი დაცვის სისტემა შესუსტებული იყო.

დრონები, რომლებიც რუსეთის ბომბდამშენებს თავს დაესხნენ, აეროდრომებთან ააქტიურდნენ — უკრაინის ტერიტორიიდან 4000 კმ-მდე მანძილზე. უკრაინელები  იყენებდნენ რუსულ GSM-სიგნალს და ხელოვნურ ინტელექტს სამიზნეების კონტურების ამოსაცნობად.

  • რუსეთი მოამზადებს საპასუხო იერიშს

პოლკოვნიკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი გეგმავს ახალ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს უკრაინის სპეცოპერაციის საპასუხოდ. მისი აზრით, რუსები გამოიყენებენ ავიაგამანადგურებლებს:  Су-30, Су-34, Су-35 და МіГ-31, ასევე გაუმართავ ავიაციურ ბომბებს და მოკლე თუ საშუალო რადიუსის რაკეტებს. პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ საპასუხო იერიში ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა რადგან ახლა მოულოდნელობის ეფექტი მათი მხრიდან უკრაინისთვის  არ იქნება. რუსეთი კი გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს.

კატკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს, მათ შორის, საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი Ту-160. მისი თქმით, რუსეთს ასეთი თვითმფრინავის მხოლოდ დაახლოებით 18 ცალი დარჩა.