პუტინის აღვირახსნილ ძალადობას საზღვარი არ აქვს – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დანაშაულის დამნაშავეები დაისჯებიან. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„ბუჩადან ფოტოები აუტანლად საშინელია. პუტინის აღვირახსნილ ძალადობას, რომელიც ანადგურებს უდანაშაულო ოჯახებს, საზღვარი არ აქვს.

ომის დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ჩვენ გავაძლიერებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გავზრდით უკრაინის სამხედრო დახმარება”, – წერს ბერბოკი