”ქალაქების დაბომბვებმა უკურეაქცია გამოიწვია პუტინისათვის და შესაძლოა პროცესები უკრაინის სასარგებლოდ დაჩქარდეს” – აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე და ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის ”ბარბაროსულმა ქმედებამ” ( უკრაინის ქალაქების მასობრივმა დაბომვბამ) უკრაინის მოკავშირეებს შორის კონსოლიდაცია გაამყარა, რითაც დააჩქარა უკრაინის არმიის შეარაღების ტემპები.
”უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ტოკმაკის რაიონში(ზაპოროჟიის ოლქი) ზუსტი დამიზმენბის მრავალფუნქციური Himars-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების GMLRS-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის რეაქტიული ჭურვების გამოყენებით გაანადგურეს ოკუპანტების 6 ერთეული S-300-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გამშვები პლატფორმა საბრძოლო მასალასთან ერთად…
სწორედ ტოკმაკიდან ბომბდავდნენ ოკუპანტები ქალაქ ზაპოროჟიას.
S-300 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი გამოიყენება საჰაერო სამიზნეების გადასაჭერად/გასანეიტრალებლად(პილოტირებად და უპილოტო საფრენი აპარატების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ) თუმცა ოკუპანტებმა დაიწყეს მისი მასიურად გამოყენება სახმელეთო სამიზნეების გადანადგურებლად ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად და პანიკის დასათესად , S-300 რაკეტის გადაჭერა ძალზედ რთულია და დღემდე გამოცანად რჩება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებისათვის, მანამდე მას ინტენსიურად იყენებდნენ ქალაქ ნიკოლაევის დასაბომბად თუმცა მას შემდეგ რაც ამერიკული რადარ საწინააღმდეგო AGM-88 Harm-ის(რომლის ადაპტირება მოახდინეს უკრაინული MIG-29-ებსა და Su-27-ის გამანადგურებელებზე) საჰაერო ბაზირების რაკეტებით ხერსონის ოლქში რუსული საზენიტო კომპლექსები და რადიოლოკაციური/რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემები ჩაახშეს მათი ნიკოლაევის მიმართულებით გამოყენება აღარ ფიქსირდება…
მიუხედავად იმისა რომ ბოლო დღეებში ოკუპანტების მიერ kh-101, Kh-555, Calibr-ის ფრთოსანი რაკეტებით უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ნაწილი დაზიანდა, რუსული დაბომბვების ეფექტურობა მნიშვნელვნად შემცირდა ბოლო დღეების დინამიკის მიხედვით, გუშინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს 70% რუსული ფრთოსანი რაკეტების გადაჭერა/განეიტრალება. პუტინის ამ ბარბაროსულმა ქმედებამ უკრაინის მოკავშირეებს შორის კონსოლიდაცია გაამყარა, რითაც დააჩქარა უკრაინის არმიის შეარაღების ტემპები, უკრაინამ უკვე მიიღო გერმანიიდან IRIS-T(სავარაუდოდ ერთი ბატარეა)ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, უახლოეს დღეებში მიიღებს NASAMS-ის(ნორვეგიული წარმოების)2 ბატარეა საზენიტო სარაკეტო კომპლექს(მთლიანობაში მიაწვდიან 8 ბატარეა NASAMS-ებს), გარდა ამისა ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს ტაქტიკური ბალისტიკური(MGM-140 ATACMS) რაკეტების გგადაცემას უკრაინისათვის…
უკრაინის ქალაქების მასშტაბურმა დაბომბვებმა უკურაქცია გამოიწვია პუტინისათვის და შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს უკრაინის სასარგებლოდ, დღეს 12 ოქომბერს რამშტაენის(გერმანია) შეხვედრა გაიმართება სადაც 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიიღებს მონაწილეობას სადაც სავარაუდოდ გარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისა ასევე იმსჯელებენ ომში რუსეთის დამარცხების შემდგომი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგებზე…” – აცხადებს რუსლან შავაძე.