უკრაინის საგარეო მინისტრის შეფასებით, პუტინის ბრძანება ბირთვული ძალების მზადყოფნში მოყვანის შესახებ უკრაინულ დელეგაციაზე ზეწოლას ისახავს მიზნად.
“როგორც შენიშნეთ, პუტინის ეს ბრძანება მიიღეს მას შემდეგ, რაც გაკეთდა განცხადება ორი დელეგაციის შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ. ჩვენ ამ ბრძანებას ვხედავთ, როგორც ფსონების ამაღლებისა და უკრაინის დელეგაციაზე დამატებითი ზეწოლის მცდელობას”, — თქვა კულებამ CNN-ის ცნობით.
მისივე განცხადებით, ზეწოლას არ დანებდებიან და მოლაპარაკებებს მარტივად მიუდგებიან.
“მოვისმენთ, რა აქვს სათქმელი რუსეთს. ჩვენ მათ ვეტყვით, რას ვფიქრობთ ამაზე. და ის, რის განსახილველადაც მზად ვართ, არის საკითხი, თუ როგორ შევაჩეროთ ომი და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. სრულად შევაჩეროთ”. – წერს კულება.
მისივე შეფასებით, პუტინის განცხადება მათ მიმართ “პირდაპირი მუქარაა”.
“მე მარტივი გზავნილი მაქვს, ეს მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება, მაგრამ ჩვენ ვერ გაგვტეხავს”,– აღნიშნავს უკრაინის საგარეო მინისტრი.