თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაგმო ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. ერდოღანის შეფასებით, ეს ქმედება “მიუღებელია” და “ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს“.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას“, – აღნიშნა მან.
ერდოღანისვე თქმით, რადგან თურქეთი შავი ზღვის ქვეყანაა, სიფრთხილის ზომებს იღებს. ის მხარეებს საღი აზრისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემისკენ მოუწოდებს.