“მე მაქვს ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის, ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე, ძმაო. ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ გააკეთე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი, ა? პუტინი ასხამს უკრაინაში ბოლომდე საქმეს და რომ დაიმალნენ ჩირგვებში და უთხარით – “тише воды, ниже травы” და რეზოლუცია გამოატანინეთ, ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ არ იცით, მაგრამ დუდა ჯერ იქით წავიდა და მერე პეკინიდან წამოვიდა უკან, მოითხოვა, რომ მას შეხვედროდა პრემიერი. სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს წყვეტს. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც დაურეკა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაემართა კოვიდი, ვითომ კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ, ბოლომდე გადასხეს რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე”

მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს.