ვლადიმერ პუტინის გაფრთხილების მიუხედავად NATO ფინეთსა და შვედეთში ინფრასტრუქტურას განალაგებს. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა გააკეთა. მისი თქმით, პუტინის მუქარა ფინეთსა და შვედეთში NATO-ს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით რიტორიკაა და იგნორირებული უნდა იყოს.
”ჩვენ უნდა ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ რიტორიკას და ამის ნაცვლად, შეგვიძლია განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა იმ იარაღით, რომელიც მას ამი ომის მოსაგებად სჭირდება. დღეს ჩვენ დავაანონსეთ დამატებით 1 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარება უკრაინაში, რათა დავეხმაროთ მათ საკუთარი ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებაში და ჩვენ ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით უნდა გავამახვილოთ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნება, ვლადიმირ პუტინის რიტორიკის იგნორირებას ახდებს. პუტინი საშინელი დიქტატორია, რომელიც აწარმოებს ომს, რომელიც არც კანონიერია და არც გამართლებული. მას გასცა უკრაინაში ყველაზე შემზარავი დანაშაულების ჩადენის ბრძანება”.