გუშინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მარიუპოლზე ესაუბრა და უთხრა, რომ ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად უკრაინელები უნდა დანებდნენ.
კრემლის ცნობით, პუტინმა მაკრონს მიაწოდა ინფორმაცია “უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის დროს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, მათ შორის მარიუპოლიდან”.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად, უკრაინელმა ნაციონალისტმა ბოევიკებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დადონ იარაღი“, – ნათქვამია განცხადებაში.
მაკრონმა მარიუპოლში არსებულ სიტუაციას “კატასტროფული” უწოდა და თქვა, რომ “სამოქალაქო მოსახლეობა უნდა იყოს დაცული და უნდა დატოვოს ქალაქი, თუკი მათ ეს სურთ, ასევე, მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა სურსათზე, წყალზე და საჭირო მედიკამენტებზე”.
პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ ის ამ წინადადებაზე “დაფიქრდება”.
ცნობისთვის, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ქალაქი რამდენიმე კვირაა ალყაშია მოქცეული და იქ დარჩენილ ადამიანებს არ აქვთ წვდობა წყალზე, საკვებზე და მედიკამენტებზე.