პუტინის კიდევ რამდენიმე გაუფრთხილებელი ნაბიჯი და აშშ უკრაინას მოსკოვის დაბომბვის უფლებას მისცემს–მიხაილ შეიტელმანი

პოლიტოლოგმა მიხაილ შეიტელმანმა UNIAN-თან ინტერვიუში ისაუბრა მოსკოვზე დარტყმების საფრთხეზე, უკრაინის დახმარებაზე შეერთებული შტატებიდან და რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომ შესაძლო ნაბიჯებზე.

რატომ დაიწყეს რუსებმა მოულოდნელად ყვირილი, რომ ხერსონიდან უკან იხევენ, ჯარისკაცებს უფრთხილდებიან და ა.შ.

მათ დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ, რომ ხერსონის დათმობა მოუწევდათ. ამას პუტინს დააბრალებენ, რადგან სწორედ მან მოაწერა ხელი ბრძანებას ხერსონის რუსეთის ფედერაციაში შეერთების შესახებ. ამიტომ, მათ სჭირდებოდათ ყველაზე გახმაურებული ამბავი მისი მონაწილეობის გარეშე შეექმნათ. შეგიმჩნევიათ, რომ პუტინი დუმს? წავიდა, გაქრა. 10 ნოემბერს, საღამოს, მან ხელი მოაწერა რაღაც  განკარგულებას თუ კანონს რუსეთის ფედერაციის ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების შესახებ, რის შემდეგაც იგი მთლიანად გაუჩინარდა. როგორც ჩანს, ისეთი “ტრადიციული ღირებულება“, როგორიც ხერსონი იყო, მისთვის არც თუ ისე ძვირფასია. ბოლო 10 დღე ეკრანებიდან არ შორდებოდა და ყოველდღე რაღაცას ამბობდა. თავისი გამოსვლებით ცდილობდა ხერსონის სანაცვლოდ დასავლეთიდან და ჩვენგან რაღაც დაპირებები მიეღო. კრემლის ეს პროგრამა გამოქვეყნდა გაზეთ „რესპუბლიკაში“. ეს იყო წმინდა რუსული პროგრამა, სადაც ისინი გვაძლევენ ზავს და ჩვენ ვაძლევთ ყველაფერს, რაც მარცხენა სანაპიროზეა. ბუნებრივია, ამერიკა, ევროპა და ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით.

პუტინს უნდა ეჩვენებინა, რომ ხერსონის დატოვების გადაწყვეტილება მან არ მიიღო, ამიტომ მათ შოიგუსა და სუროვიკინის მონაწილეობით შოუ დადგეს.  გაითვალისწინეთ, რომ წარსულში მსგავს სიტუაციებში შოიგუ ან სუროვიკინი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. და აი,  ახლა ორივე გამოუშვეს და 8 წუთი ითამაშეს ეს საცოდავი პიესა.

მათ უნდა ეჩვენებინათ თითქოსდა შიდა სამზარეულო, დაემტკიცებინათ, რომ თითქოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეთერში მიიღეს. ამის შემდეგ პუტინს შეუძლია თქვას: „თქვენ თვითონ ნახეთ ყველაფერი, აქ მე არ ვარ დამნაშავე“.

რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა? მეგონა, რომ ეს ყველაფერი G-20-თან იყო დაკავშირებული, მაგრამ ვცდებოდი. საუკეთესო პოლიტიკური სტრატეგი ჯო ბაიდენი აღმოჩნდა, რომელმაც თქვა: „მათ ეგონათ, რომ რაღაც შეიცვლებოდა აშშ-ს არჩევნების შედეგების შემდეგ, ამიტომ გააჭიანურეს ხერსონთან დაკავშირებით“. და ეს მართალია. უცებ მივხვდი, როცა ბაიდენის სიტყვებს მოვუსმინე. ყველაფერი  ზედაპირზეა.  მაგრამ,  როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იფიქროს ასე პრიმიტიულად, რომ ამერიკაში რაღაც უცნაური ხალხი მოვიდოდა ხელისუფლებაში და ყველაფერი შეიცვლებოდა .

ვის ეყრდნობოდნენ ისინი? რესპუბლიკელებს? ტრამპისტებს?

სავარაუდოდ ყბადაღებულ წარმოსახვით „ტრამპისტებს“ ეყრდნობოდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში გამისწორეს, რომ “ტრამპისტები” ნამდვილები არიან. დიახ,  რეალურად ისინი არსებობენ. მაგრამ რა არის “ტრამპისტები” პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის გონებაში? „ტრამპისტი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ისინი შეერთებული შტატების ინტერესებს იცავენ. ისინი რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან, რომლებიც უმეტესწილად უკრაინას უჭერენ მხარს, ეყრდნობიან შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის იმავე დეკლარაციას და გაეროს წესდებას. ამიტომ, ვინც არ უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, არაფერი შეიცვლებოდა. ის, რისი იმედიც რუსეთს ჰქონდა, არის კონსტრუქცია, რომელიც მხოლოდ მათ თავებში არსებობს. ეს ორი წელიც კი არაფერს შეცვლის. ორ წელიწადში იქ ადმინისტრაცია შეიცვლება, მერე დაიწყება ახალი პოლიტიკური წყობა. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დავასრულოთ, სანამ ეს ადმინისტრაცია არსებობს.

კითხვაზე, რომელ ადმინისტრაციასთან შეიძლება უკრაინას ურთიერთობა გაუჭირდეს, ექსპერტი პასუხობს, რომ ნებისმიერთან:

ადმინისტრაცია ეყრდნობა რამდენიმე ადამიანს: პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანს. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს გარკვეული თვისებები, პიროვნული თვისებები, ჰქონდეს ხასიათი. ისე მოხდა, რომ იგივე ენტონი ბლინკენს ბაბუა ჰყავდა კიევიდან. ბაიდენი, როგორც გახსოვთ, უკრაინის ისტორიაში 2014 წლის ომის დასაწყისში იყო ჩართული. მისთვის ეს არ არის სხვისი, არამედ პირადია. მაგრამ სხვა ხალხი მოვა.

კითხვაზე, რატომ არ აძლევს აშშ  უკრიანას დრონებს და თვითმფრინავებს. რატომ არიან ისინი ასე ფრთხილად და კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ უკრაინას ამ იარაღზე ხვეწნა არ დაჭირდეს, ექსპერტი პასუხობს:

ჯერ ერთი, ბაიდენი არ მალავს მიზეზს. მან ღია ტექსტით თქვა: ”მე არ ვარ მზად, რომ HIMARS-ს 900 კმ დიაპაზონი მივაწოდო, რადგან ვშიშობ, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიას დაბომბავს.“ეს რეალურად ნიშნავს, რომ მან უკვე მიაწოდა ან აპირებს უზრუნველყოს HIMARS 300 კმ. მანძილისთვის. მეორეც, მათ თქვეს, რომ კონკრეტულად არ მისცემდნენ იმ  თვითმფრინავებს, რომლებსაც მოსკოვის დაბომბვა შეუძლიათ. ჩვენ ჯერ კიდევ აკრძალული გვაქვს მოსკოვის დაბომბვა.

„ჯერჯერობით“ ნიშნავს, რომ კიდევ რამდენიმე გაუფრთხილებელი ნაბიჯი პუტინის მხრიდან, და ამის უფლებას მოგვცემს. აშშ-ს ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტშია კრემლის ადმინისტრაციასთან. ყოველდღიურ კონტაქტში. არა პუტინი ბაიდენთან და არც ბლინკენი ლავროვთან. იქ არიან რიგითი ჩინოვნიკები, რომლებსაც ყოველდღიური საუბარი აქვთ.რუსებს განუმარტეს, რის გამო მიიღებენ დარტყმებს მოსკოვზე. არაერთხელ შეჩერებულა ტერორისტული შეტევები ამ გზით. მაგალითად, გვახსოვს, როგორ იმართლა პუტინმა თავი კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრთან და ვინიცას მოედანზე დარტყმებთან დაკავშირებით. აშშ-ს ყოველთვის სურს რეზერვში ჰქონდეს დიპლომატიური გავლენის მრავალი ინსტრუმენტი.