“მივმართავ ირაკლი კობახიძეს. რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს: ქართველი ხალხის უმრავლესობა მიისწრაფის სიკეთის გამარჯვებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისკენ და ერთიანი საქართველოსკენ. ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოს და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის. ჯამში, პუტინის ლაქია და მსახური კობახიძე იმსახურებს იყოს მარგარიტა სიმონიანის და სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე და პუტინისტი საქართველოში.”

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.