რუსეთმა ომი უკვე წააგო. ახლა მისი მომავლის საკითხი დგას – იზოლირდება თუ ტრანსფორმაციის გზით ცივილიზაციას დაუბრუნდება, დაიშლება თუ შეიცვლება.

არის ორი ვარიანტი – ან  დაიშლება, ან შეიცვლება მისი არსი.

მომავლის ვერსია დამოკიდებულია იმაზე, ვინ მოვა ხელისუფლებაში პუტინის შემდეგ.

პუტინის მთავარი მსხვერპლი თავად რუსეთი და რუსი ხალხია.

სწორედ მან გარყვნა საზოგადოება, ხელისუფლებაში მოიყვანა ხალხი დაბალი მორალური თვისებებით, ფოსნი დადო მისი უახლოეს პირთა წრის გამდიდრებაზე და მასების პროპაგანდით გასულელებაზე. ტრილიონობით დოლარი, რომელიც რუსეთმა მისი სიმდიდრეების წყალოთ გამოიმუშავა, დაიხარჯა პირად იახტებზე და სასახლეებზე, რამდენიმე ქალაქის კეთილმოწყობაზე და “პონტებზე“. ყველაზე მეტი სწორედ “პონტებზე“, მათ შორის სამხედრო ხასიათის.

იმისათვის, რომ რუსეთში ხელისუფლებაში მოხვიდე, აუცილებელია ადამიანების კონკრეტული ქმედებები, ვისაც ამაზე პრეტენზია აქვთ.

რაზე გააკეთებენ ფსონს ეს ადამიანები?

არის რუსეთის შენარჩუნების ვარიანტები, თუმცა ამისათვის ის რაღაც სხვად უნდა გარდაიქმნას. და ამ გარდაქმნისთვის ომი უკვე დაიწყო.

ალექსეი არესტოვიჩი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი