პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა, უარესი ჯერ კიდევ წინ არის – ემანუელ მაკრონი პუტინთან საუბრის შემდეგ

ფოტო : FINANCIAL TIMES

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ  აცხადებს რომ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა. ამის შესახებ ელისეის სასახლეზე დაყრდნობით ფრანგული მედია BFM-ი იტყობინება.  როგორც მაკრონი აცხადებს, პუტინმა დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება, და გააგრძელებს შეტევას უკრაინაზე, მისი მიზანი მთელ უკრაინაზე კონტროლის აღებაა.

“პრეზიდენტი მაკრონის ინტუციით, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა. რუსეთის ამბიცია არის მთელი უკრაინის აღება. ვლადიმერ პუტინის ომის მიზნები არ შეცვლილა,” – იტყობინება ელისეი  საფრანგეთის  პრეზიდენტის რეზიდენცია.