“ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში სრულად შეცვლის ომის ხასიათს. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და უხეშად დაარღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მოკავშირეები შევთანხმდით, რომ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომმა მთლიანად შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში და შექმნა ახალი ნორმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასე რომ, ომი ხვალაც რომ დასრულდეს, მას ექნება გარკვეული გრძელვადიანი ეფექტი, რადგან რაც ვნახეთ, არის ის, რომ რუსეთს სურს, შეეწინააღმდეგოს ჩვენი უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. რუსეთი ეწინააღმდეგება NATO-ს უფლებას, დაიცვას თავისი მოკავშირეები. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეჭრა, რომელიც განახორციელეს ან ომი, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, თავდაპირველად როგორც წვრთნა, ისე იყო შენიღბული. ამას იმეორებდნენ მუდმივად, შემდეგ კი სწავლება ფართომასშტაბიან ომად გადაიქცა”

განაცხადა,  NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში სამხედრო ბაზაზე ვიზიტისას.