ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია RIA ავრცელებს.
ამის შესახებ პესკოვმა ინფორმაცია თავად გაავრცელა. მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
რუსეთის მთავრობაში კორონავირუსით აქამდე დაავადდნენ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, კულტურის მინისტრი და მშენებლობის მინისტრი.
რუსეთში ამჟამად კორონავირუსის 230 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.