პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს – კირილ ბუდანოვი

პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც ჩვენი წყაროები გვყავს  – ამის შესახებ, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს.

“ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. პუტინის უახლოეს კაბინეტებშიც, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ვიცით ხოლმე რა ხდება”, – ამბობს ბუდანოვი Reuters-თან ინტერვიუში.