პუტინის უგუნური ქმედებები მთელი ევროპისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმომადგენს – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი მას შემდეგ რაც რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანა.
“ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა ატომურ ელექტროსადგურზე და დაუშვას საგანგებოს სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ქარხანაში”, – აღნიშნულია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში.