“უკრაინაში რუსეთის დღევანდელი შეჭრა არის წინასწარ დაგეგმილი და შემზარავი ომის აქტი.  დიპლომატიური გამოსავალის პოვნის მცდელობის მიუხედავად, პუტინმა სუვერენული ქვეყნის საზღვარი დაარღვია, ეს არავის უნდა უკვირდეს. ამერიკულმა სააგენტოებმა გაასაჯაროეს ფაქტები, რათა მსოფლიოს ეჩვენებინათ, რა მოდიოდა. პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას იმისთვის, რომ მიეღო ის, რაც სურს, საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან დაწყებული, 2014 წელს უკრაინაში შეჭრითა და ბელარუსის სამხედრო ოკუპაციით დასრულებული. ეს არ არის ამაყი ერისა და ხალხის ქმედება, არამედ ესაა სასოწარკვეთილი კაცის ქცევა, რომლის ერთადერთი მიზანია ქაოსის შექმნა, რათა თავი ძლიერად წარმოაჩინოს.

უკრაინის ხალხი მზად არის აიღოს იარაღი და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მათ უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები და თავისუფლების მოყვარული ადამიანები მსოფლიოს ირგვლივ მათ გვერდით დგანან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მისწრაფებებს.

პუტინმა უნდა გააცნობიეროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი პოზიციები გაიყვანოს ჯარები ორ ქვეყანას შორის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ამ შეჭრის შედეგები მტკივნეული იქნება. ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება პუტინისთვის კურსის შეცვლა იქნება – დაუყონებლივ”

წერს რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში რუსეთის მიერ ომის დაწყებაზე.