“ბუჩას, ირპენის, მარიუპოლის ქუჩები უდანაშაულოების სისხლით არის გაჟღენთილი. რაც უკრაინაში ხდება, დაწყევლილი იდეოლოგიის დაბრუნებას ნიშნავს. ამაში ირონია ის არის, რომ პუტინმა რუსული იმპერიალიზმი ნაციზმზე გამარჯვების მითზე ააგო და მისი პროპაგანდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ქვეყნის “დენაციფიკაციის” ოპერაციით აღწერს. პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი. სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მას ხელთ აქვს არა მხოლოდ უფრო მომაკვდინებელი იარაღები, არამედ ახალი მედია მისი პროპაგანდის გასავრცელებლად. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, პოლონეთი რუსეთთან მეორე მსოფლიო ომის წარმომავლობის შესახებ საინფორმაციო ომში ჩაება. ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ პუტინმა მის მიზნებს მიაღწია. მან ინტერნეტი დააინფიცირა მილიონობით ყალბი ამბით”

ამის შესახებ, პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი Telegraph-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.