პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების 95% მოდერნიზებულია.

„დღეს თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის წილმა სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში უკვე 95%-ს მიაღწია, ხოლო ბირთვული ტრიადის საზღვაო კომპონენტში – თითქმის 100%-ს. დაიწყო ახალი ჰიპერბგერითი „ცირკონის“ რაკეტების სერიული წარმოება“, – ამბობს პუტინი.