“არა მხოლოდ პუტინმა გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი შეჭრა, არამედ ეს არის რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება. რუსული ურდოს ამოცანაა, გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, გაანადგუროს უკრაინა პუტინი და შოიგუ უკრაინელებისთვის დასავლეთ ციმბირში საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას გეგმავდნენ, რათა მათ ახალი ქალაქები აეშენებინათ. უდავოა, რომ რუსეთი არ გაჩერდება. სანამ ჩვენ მათ არ განდევნით ჩვენი ყველა ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, ომი არ დასრულდება”

განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა.