პუტინი დიდ პოლიტიკურ რისკზე მიდის–ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის დროს რუსეთი ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. მაგალითად,  ბრიტანეთის დაზვერვის აზრით გავა რამდენიმე თვა, სანამ მობილიზირებულები ბრძოლისუნარიანები იქნებიან.

“შეზღუდული მობილიზაციაც კი დიდი ალბათობით ძალიან არაპოპულარული იქნება რუსეთის მოსახლეობის ნაწილში პუტინი დიდ პოლიტიკურ რისკზე მიდის იმის იმედით, რომ ასე საჭირო საბრძოლო ძლიერებას მიაღწევს. ეს ნაბიჯი ფაქტიურად იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა მოხალისეთა რეზერვი ამოწურა, ვისაც უკრაინაში ომი უნდა“– წერს ბრიტანეთის დაზვერვა ანგარიშში.