“მას შემდეგ, რაც 2008 წელს მთავარ პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწია, კერძოდ, ჩემი მთავრობის ჩამოგდებას და საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, პუტინმა მაინც შეძლო მიზნის მიღწევა 2012 წელს ჰიბრიდული მეთოდებით, როცა საპარლამენტო არჩევნების გზით, ხელისუფლებაში რუს-ქართველი ოლიგარქი ივანიშვილი მოიყვანა. მას მისცეს 2 მილიარდი დოლარი საარჩევნო კამპანიისთვის. მას შემდეგ, საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული თავისუფლების შეზღუდვა და ქვეყნის გადასვლა პრორუსულ ვექტორზე. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა უკრაინის დახმარებისთვის უარში, ასევე ჩემი დაკავებისას აბსოლუტურად გამოგონილი ბრალდებებით.[…]თავდაპირველად პუტინი ვარდების რევოლუციას თავისთვის დიდ საფრთხედ არ მიიჩნევდა. მისი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ, რომლის ლიდერებიც არ მალავდნენ, რომ ისინი ვარდების რევოლუციამ შთააგონა. კიევში განვითარებული მოვლენების შემდეგ პუტინი ფიქრობდა, რომ საქმე ჰქონდადასავლურ დიდ შეთქმულებასთან რუსეთის წინააღმდეგ”,
რადიო თავისუფლება საქართველოში ვარდების რევოლუციის 20 წლის თავს ვრცელ სტატიას უძღვნის და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.