“ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც მუდმივი წნეხის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, უნდა იყოს ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, როგორიც არის ეს ერთი შეხედვით დათმობები პუტინის მხრიდან. ჩნდება კითხვა, რატომ ახლა? რა არის ამ დათმობებისა და ურთიერთობების ნორმალიზების საფასური და რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმის სანაცვლოდ, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, აღდგეს ავიამიმოსვლა. […]

ჩვენ ვიცით, რომ პუტინი თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს და საკითხავია, რა იქნება ეს საფასური ქართველებისთვის. ალბათ ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ რისი მიღწევა სურს მას”,

აცხადებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი.