რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პრეზიდენტის პოსტის ორ ვადაზე მეტჯერ დაკავებას კრძალავს, თუმცა ასევე ანულებს პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის საპრეზიდენტო ვადებს. შესაბამისად, მათ კიდევ ორჯერ კენჭყისყრის უფლება აქვთ.
კანონმდებლობაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, პრეზიდენტი ვერ გახდება ადამიანი, რომელსაც როდესმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ან სხვა ქვეყანაში ხანგრძლივად ცხოვრების უფლება ჰქონდა.
პრეზიდენტების ვადების განულების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის რუსეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე გასულ წელს მხარი დაუჭირა.