არსებობს ომის დანაშაული, რომელიც შეიძლება გამოიძიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ან უკრაინამ, მაგრამ ასევე არსებობს პოლიტიკური ლიდერების დანაშაული, რომელიც არის აგრესიის დანაშაული. ლიდერების დანაშაულის, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ თავს დაესხან სხვა ქვეყანას. რომ არ ყოფილიყო ლიდერების დანაშაული, არც ომის დანაშაულები იქნებოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ აგრესიის დანაშაულის პასუხისმგებლობაზე, სხვა შემთხვევაში, ისტორია უბრალოდ თავისით გამეორდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერები, რომლებიც აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელი არიან, ლიდერები როგორიც არიან პუტინი, ლავროვი… ისინი დაუსჯელი რჩებიან. ამიტომ აუცილებელია ცალკე ტრიბუნალი.
თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა.