რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს. პირველად ისტორიაში, ქვეყნის ლიდერი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერეციის ფორმატში გამართავს. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი ტელეკონფერენციის სახით დაუკავშირდება მთავრობის წევრებს, რაც „ინოვაციური მეთოდია“. ამასთან მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა მისალმების მანერა შეცვალა და ის შეხვედრების დროს ხელს აღარავის ჩამოართმევს.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ იმ საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდ