პუტინი ომში არასრულწლოვნების გამოსაყენებლად ემზადება – უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თავადაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ უკრაინის წინააღმდეგ ომში არასრულწლოვანთა გამოსაყენებლად ემზადებიან. უწყება ამის შესახებ დოკუმენტებსაც აქვეყნებს.

“საოკუპაციო არმიის რიგების შესავსებად ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო, კრემლის ხელმძღვანელობა განიხილავს არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვის შესაძლებლობას.

შესაბამის ბრძანებას „სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა „უნარმიას“ წევრების უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარებაში ჩართვის ორგანიზების შესახებ, ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ.

ბრძანება ეხება საოკუპაციო არმიაში საომარ მოქმედებებში მონაწილე 17-18 წლის პოტენციური რეზერვის შესახებ ანგარიშების მომზადებას. რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ რაც შეიძლება მალე უნდა წარმოადგინოს წინადადებები ამ პერსონალის მომზადების შესახებ. ბრძანების აღსრულების მონიტორინგი რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსი გენადი ჟიდკო ევალება”,– წერია დაზვერვის განცხადებაში.

მათი ცნობით, “Unarmy” არის რუსული ბავშვთა და ახალგაზრდული სამხედრო ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც გამოირჩეოდა რადიკალური პროპაგანდისტული მუშაობით რუს ახალგაზრდებში. ორგანიზაციის წევრები 8 წლის ასაკიდან ბავშვები ხდებიან.