პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება დანაშაულია – მარკო რუბიო

პუტინი სამხედრო დამნაშავეა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება დანაშაულია – აცხადებს აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო.

“ვლადიმირ პუტინი  სამხედრო დამნაშავეა. სამშვიდობო მოსახლეობის მიზანში ამოღება,  სამოქალაქო ობიექტების, საავადმყოფოების განურჩეველი დაბომბვა, სნაიპერული ცეცხლის გახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარული კორიდორით ცდილობენ გასვლას – ეს დე ფაქტო სამხედრო დანაშაულებია.” – თქვა რუბიომ.