რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოების მეთაურებს დეტალურად გააცნობს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის”. ОДКБ-ს შეხვედრა კრემლში, დახურულ კარს მიღმა იმართება.
“რაც შეეხება რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში, ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ. დეტალურად გავაცნობ, თუ რას უკავშირდება ეს, როგორ მიდის საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა”, – თქვა პუტინმა.
მისივე განმარტებით, რუსეთი გააგრძელებს წვლილის შეტანას სტრატეგიული ალიანსის ურთიერთობების გაღრმავებაში ОДКБ-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ეფექტური პარტნიორობა, თანამშრომლობა ОДКБ ფარგლებში“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ორგანიზაციის ამჟამინდელ თავმჯდომარე ქვეყანას, სომხეთს, ამ მიმართულებით მუშაობაში.